ჯანსაღი ცხოვრების წესი



სოციალური პროექტი- „ჯანსაღი ცხოვრების წესი“
   სკოლის დასახელება-სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. სხვიტორის საჯარო სკოლა;
საგანი -სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
პედაგოგი -ეკატერინე ზაბახიძე;
 კლასი-VI.
პროექტის დაწყება-დამთავრების დრო :11-25 თებერვალი 2019 წელი;

პროექტის აქტუალურობა- პროექტის თემისადმი ინტერესი უშუალოდ კავშირშია ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებასთან,საარსებო გარემოს შეცვლასთან.ზრუნვა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწოს,რადგან ჯანმრთელობისათვის  საზიანო ცხოვრების სტილის სათავე ბავშობაში,განსაკუთრებითმოზარდობის პერიოდშია საძიებელი.ეს არის ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისაკენ.თემში არ თარდება ღონისძიებები ცხოვრების ჯანსაღი წესის  დამკვიდრების ხელშესაწყობად.არ არის განთავსებული პლაკატები და პოსტერები,რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს გაუწევს პოპულარიზაციას.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას,სკოლის მოსწავლეთა და თემის მცხოვრებთა ცნობიერების ამაღლებას.
      პროექტის მიზანი-   თემის ცნობიერების ამაღლება ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვაზე,თანამშრომლობის გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობასთან,ოჯახის ექიმთან.მოსწავლეებს განუვითარდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევა:თანამშრომლობის,კომუნიკაციის,პრობლემის მოგვარების,პრეზენტაციისა და  მსჯელობის უნარები.
   ესგ.სტანდარტი:
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
მოსწავლე აცნობიერებ სსამყაროს,როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოებს მათი ასახვის გზებს ნამუშევარში. 
   გადმოსცემს გრძნობებითა და ემოციებით გამოწვეულ ასოციაციებს,შთაბეჭდილებებსა და იდეებს ნამუშევარში.
    იყენებს სხვა საგნებში განვლილ მასალას ნამუშევრის სიუჟეტისათის;
 მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
. მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად;
.ანაწილებს ჯგუფში სამუშაოს,ფუნქციებს,მოვალეობებს;
.ითვალისწინებს გუნდის/ელების შესაძლებლობებს(პოტენციალს);
. ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციოსიზნელეების გადალახვაში;
. ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში დასაჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას;
    მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა  მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებებსში.
   . განსაზღვრავს სხვადასხვა ღონისძიების თემას და მიზანს;
    . აწყობს და მონაწილეობს სხვადასხვა სახის აქციაში.(მაგ.გარემოს დაცვა)
     პროექთის მონაწილეთა გამოცდილება- მოსწავლეებმა იციან გრაფიკული პლაკატების დახატვა,ბუკლეთების დამზადება კომპიუტერის გამოყენებით,ჯგუფთან ერთდად პროექთის დაგეგვმა და შესრულება.
   მოსალოდნელი შედეგები:
.  ჯანსაღი უნარ-ჩვევების დაუფლება,ჯანსაღად აღზრდა ადრეული ასაკიდანვე.
. გარესამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
. მავნე ჩვევებზე(თამბაქოს,ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა;
. კვება-ზომიერი,აგრეთვე ინფორმირებულობა გამოყენებული პროდუქტების ხარისხიანობის შესახებ;
. მოძრაობა  და ვარჯიში-ფიზიკურად აქტიური ცხოვრება,დრის სწორი რეჯიმის დამკვიდრება,ფიზიკური ვარჯიშების ჩართვა ასაკის გათვალისწინებით.
ჰიგიენა-პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა,პირველი სამედიცინო დახმარების წესების ცოდნა;
. გაკაჟება;
განსახორციელებელი აქტივობები-
1.წინამოსამზადებელი სამუშაოები.მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა და ფუნქციების გადანაწილება;
2.ოჯახის ექიმთან შეხვედრა ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით;
3.საინფორმაციო ბუკლეტებისა და პლაკატების დამზადება ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით;
4. სკოლასა და თემში ბუკლეთების გავრცელება;
რესურსები- კომპიუტერი,პრინტერი,პროექტორი,ფორმატები,სხვადასხა სახატავი მასალა,თაბახის ფურცლები,გუაში,აკვარელი,ფუნჯები;
  რისკები- უამინდობა მოწვეული სტუმრის ვიზიტის გადადება,გულგრილობა, მოსწავლეთა გაცდენები.
  პროექტის მდგრადობა -მოსწავლეებს აემაღლებინათ ცოდნა ჯანსაღი ცხოვრების წესების შესახებ.გაიაზრებენ თუ რატომ არის აუცილებელი ჯანსაღი ცხოვრების წესებით ცხოვრება და წესების დაცვა.შეეცდებიანდახმარება გაუწიონ ადამიანებს და გაუზიარონ მიღებული ცოდნა, იზრუნონ ზემოაღნიშნული წესების დაცვის აუცილებლობაზე.
   მონიტორინგი - თვალყურის დევნება და რეკომენდაციების მიცემა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისას.
შედეგები -პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შევძლებთ მოზარდებში  ჯანსაღი ცხოვრების წესების დამკვიდრებას.მოსწავლეებს განუვითარდებათ სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევები:გააცნობიერებენ,რომ ჯანსაღი ცხოვრების ცხოვრების წესი მათი ჯანმრთელი მომავლის საწინდარია.

Comments

Popular posts from this blog

რეფლექსია